სასწავლო ვიზიტი ბრიუსელსა და ჰააგაში

8 ივნისი 2018

საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის ფარგლებში, გაძლევთ უნიკალურ შანსს, ჩაერთოთ პროექტში ბრიუსელსა/ჰააგასა/ამსტერდამში 18 07.2018 – 23.07.2018 პერიოდის განმავლობაში.

სპეციალურად მონაწილეებისთვის იგეგმება სასწავლო ვიზიტი ბრიუსელსა და ჰააგაში. პროექტი მოიცავს 5 დღიან ვიზიტს ევროპის ქვეყნებში: ბელგიასა (ბრიუსელი) და  ნიდერლანდებში (ჰააგა და ამსტერდამი).

გეძლევათ შანსი ესტუმროთ ევროკავშირის უწყებებს, მათ შორის სასამართლოებს და ადგილზე გაეცნოთ საქმის წარმართვის პრაქტიკულ ასპექტებს.

ინტენსიურ კურსს გაუძღვებიან საერთაშორისო უწყებების წარმომადგენლები და სასამართლოების წამყვანი იურისტ-მოსამართლეები.

მონაწილეები ადგილზე გაეცნობიან ევროკავშირის უწყებების მუშაობის სპეციფიკას, მიიღებენ ცოდნას საერთაშორისო სასამართლო სისტემის ფუნქციონირებასა და მისი მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებულ ინფორმაციულ-საგანმანათლებლო საკითხების შესახებ. ექნებათ დისკუსიის რეჟიმში სხვადასხვა, მათთვის საინტერესო, საკითხის განხილვისა და დებატებში ჩართვის შესაძლებლობა.

გაიცემა ევროპარლამენტის ოფიციალური საერთაშორისო სერტიფიკატი.

შეხვედრები გაიმართება ისეთ მნიშვნელოვან ევროპულ უწყებებთან როგორებიცაა:

ჩრდილო-ატლანტიკური კავშირის ორგანიზაცია (NATO)
ევროპარლამენტი
ევროკომისია
მსოფლიო ბანკი
ევროპის რეგიონალური კომიტეტი (COR)
ევროპის რეგიონების ასამბლეა (AER)
მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლო
ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი
ევროკავშირის მართლმსაჯულების თანაშრომლობა
გაეროს მექანიზმი სისხლის სამართლის საეთაშორისო სასამართლოსთვის
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია

პროექტის ღირებულება შეადგენს 1100 ევროს და მოიცავს:
ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის ვრცელდება 10%-იანი ფასდაკლება.
ფრენისა და დაზღვევის ღირებულებას
სასტუმროს ღირებულებას
დილის საუზმეს
ევროსტრუქტურებში ექსკურსიას
სალექციო ჰონორარს
საერთაშორისო სერტიფიკატს
ჯგუფის ხელმძღვანელის თანხლებას

დეტალური ინფორმაციის მისაღებად  დაუკავშირდით ქალბატონ მაია ჯავახიშვილს. ტელ: 577182000

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი